logo
ENG



"სოლიდარობა "აფრიკის" მცხოვრებლებს - 18:00 საათზე მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება

15 დეკ 202017:42
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/15/0yio6j9owirlej6.jpg

18:00 საათზე თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია დაიგეგმა. 

ისინი აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ადამიანებისთვის სახლების დანგრევას გააპროტესტებენ. 

"ვიკრიბებით თბილისის მერიის წინ, რათა გავაპროტესტოთ ის სისასტიკე, რასაც ადგილი აქვს აფრიკის დასახლებაში. სახელმწიფო პოლიციური ძალის გამოყენებითა და მძიმე ტექნიკით სახლებს უნგრევს და პანდემიის პირობებში, ზამთარში უსახლკარობისთვის იმეტებს ჩვენს მოქალაქეებს.

ქალაქის მერიის მსგავსი სისასტიკის გაპროტესტება ჩვენი პასუხისმგებლობაა! გთხოვთ, გავერთიანდეთ სოლიდარობის მიზნით და აფრიკის მოსახლეობის დასაცავად!

პ.ს. პანდემიის გათვალისწინებით, გთხოვთ, მაქსიმალურად დაიცვათ დისტანციის წესები". - წერია განცხადების ტექსტში. 

აფრიკის დასახლებაში თბილისის მერიამ, უკანონობის საბაბით, ადამიანებს საცხოვრებელი დაუნგრია..

სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ დემონტაჟი ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის ფონზე მოხდა - თბილისის მერიამ არ გაითვალისწინა ამ ადამიანების უსახლკარობის საფრთხე  


close დახურვა